მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 26-ე ტურში მადრიდის რეალი სტუმრად ბეტისთან დამარცხდა.
მატჩი ბენიტო ვილიამარინზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მე-10 წუთზე მბაპე - მენდი - ბრაჰიმის ლამაზი კომბინაცია ამ უკანასკნელმა დაასრულა და რეალი წინ გაიყვანა, თუმცა 34-ზე ისკოს მოწოდებული კუთხურის შემდეგ ჯონი კარდოსომ საჯარიმოში ყველას დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმზე მასპინძლები უფრო ენერგიულები გამოვიდნენ და 54-ე წუთზე პენალტი მოიპოვეს, რომელიც ისკომ გოლად აქცია და საგოლე პასს თავისი გოლიც დაუმატა.
მთელი მეორე ნახევარი რეალს გოლი სჭირდებოდა, თუმცა მასპინძლები უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და დამსახურებული სამი ქულაც ჩაიჯიბეს.
რეალმა ლა ლიგაში მე-3 მატჩი წააგო, 54 ქულა დარჩა და ტურის ბოლოს შესაძლოა მე-3 ადგილზე აღმოჩნდეს, ბარსელონას კი თავისი ხვალინდელი მატჩის მოგებით ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერება შეუძლია.
0:1 ბრაჰიმ დიასი (10')
1:1 ჯონი კარდოსო (34')
2:1 ისკო (54' პენ)
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები