The Athletic-ის ჟურნალისტის დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, ტომას პარტეი თავისუფალი აგენტის სტატუსით ვილიარეალს შეუერთდება.
32 წლის ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ესპანურ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
პარტეის გაუპატიურების ხუთ საქმეში ედება ბრალი,ხოლო სექსუალური შევიწროების ერთ საქმეში. ის არსებულ ბრალდებებს უარყოფს.
პარტეის ირგვლივ გამოძიება 2022 წლის თებერვლიდან მიმდინარეობს, პარალელურად კი ის არსენალში მისი კონტრაქტის ამოწურვამდე თამაშს აგრძელებდა.
განელი ფეხბურთელი ვესტმინსტერის სასამართლოში 5 აგვისტოს წარსდგება.