ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ადემოლა ლუკმენმა სატრანსფერო მოთხოვნა დააფიქსირა.
ნიგერიელმა შემტევმა ოფიციალურად მიმართა თხოვნით ატალანტას, რომ გუნდი დატოვოს.
იტალიურმა კლუბმა ინტერის პირველი შეთავაზება უარით გაისტუმრა. ლუკმენს კი ნერაძურიში გადასვლა სურს.
ინტერის პირველი შეთავაზება ატალანტასთვის 42 მილიონ ევროსა და პლუს 3 მილიონს ბონუსებს შეადგენდა, თუმცა ბერგამოელებმა მილანელებს უარი შეუთვალეს.
27 წლის ნიგერიელმა სერია ა-ს გასულ სეზონში 15 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.