ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტიმოთი ვეა კარიერას მარსელში გააგრძელებს.
მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა. მარსელი მოთამაშეს იჯარის წესით 1 მილიონ ევროდ დაიმატებს, სეზონის ბოლოს კი მისი გამოსყიდვის ვალდებულება იუვენტუსიდან 14 მილიონ ევროდ ექნება.
ვეას მხოლოდ მარსელში გადასვლა სურდა. ის საფრანგეთში ჩასვლის ნებართვას ელოდება და სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.
აშშ-ის ნაკრების შემტევი იუვენტუსმა 2023 წელს ლილიდან დაიმატა, მანამდე კი ის პარი სენ-ჟერმენის საკუთრება იყო.
სერია ა-ს გასულ სეზონში ტიმოთი ვეამ 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.