ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჩელსის ორივეს - ჩავი სიმონსისა და ალეხანდრო გარნაჩოს დამატება სურს.
ეს გარიგებები ცალკეულად განიხილება და მოთამაშეები ალტერნატივად არ არის მიჩნეული. ორივე მათგანს სურს ჩელსიში გადასვლა.
ჩავი სიმონსის შემთხვევაში მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და ლაიფციგმა იცის მოთმააშის სურვილის შესახებ.
გარნაჩოს შესახებ კი ჯერ მოლაპარაკებები არ დაწყებულა, თუმცა ის ჩელსის სიაშია.
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს არგენტინელის დამატება თურქულ ბეშიქთაშსაც სურს, თუმცა გარნაჩოს პრემიერ ლიგაში დარჩენა სურს და მისი სურვილი კონკრეტულად ჩელსიში გადასვლაა.