მადრიდის რეალი სამედიცინო პერსონალში რეორგანიზაციას ატარებს.
The Athletic-ის ინფორმაციით, წინა სეზონში ფეხბურთელების ხშირი ტრავმიანობის გამო, კლუბმა სამედიცინო სამსახურში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილების ჩატარება გადაწყვიტა.
ამ გადაწყვეტილებაზე დიდი ალბათობით თავისი გავლენა იქონია სამედიცინო პერსონალის თანამშრომლებს შორის წამოჭრილი კონფლიქტებიც, რაც მათ მუშაობას საგრძნობლად ართულებდა.
კლუბის მედ პერსონალის მეთაურად ფელიპე სეგურა დარჩება, რომელიც კლუბში 2021 წლიდან მუშაობს, თავისი განყოფილების უფროსის თანამდებობა კი 2023-ში დაიკავა.
რეალმა სამსახურში აიყვანა მანუელ აროიო, რომელიც წარსულში გრანადაში მუშაობდა და სამეფო კლუბში დიდი პატივისცემით სარგებლობს.
დიდი ალბათობით, ექიმები დანიელ როსადო და ჰაუმე აბასკალი კლუბს დატოვებენ.