როდრიგოს მომავალი რეალში კვლავ გაურკვეველი რჩება.
The Athletic-ის ჟურნალისტის, მარიო კორტეგანას ინფორმაციით, რეალმა ბრაზილიის წასვლას კარი გაუხსნა და მზადაა ბრაზილიელს შეელიოს.
არსენალი ფეხბურთელით დაინტერესებულია, თუმცა ჯერ რომელიმე ფეხბურთელი უნდა გაყიდოს საიმისოდ, რომ ტრანსფერი შესაძლებელი გახდეს.
პსჟ-ს მხრიდან ინტერესზე იწერებოდა, თუმცა ახლო წყაროები ამ ინფორმაციას უარყოფენ.
ლივერპულთან დაკავშირებით არაფერი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ L'Equipe წერდა, მერსისაიდელებს ლუის დიასის როდრიგოთი ჩანაცვლება სურთ.
ასევე იწერება ინფორმაცია ტოტენჰემის ინტერესზე, რომელიც რეალურს ჰგავს, თუმცა ეს ვარიანტი თავად ფეხბურთელს არ იზიდავს.