რეალმა მბაპეს ახალი ნომერი ოფიციალურად დაადასტურა.
ახალი სეზონიდან ფრანგი სუპერვარსკვლავი სამეფო კლუბში 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც აქამდე ლუკა მოდრიჩს ეკუთვნოდა.
გასული სეზონი მბაპემ რეალში 9-ნომრით ჩაატარა, თუმცა შანსის გამოჩენისთანავე, 10-ანი აიღო, რომლითაც ასევე საფრანგეთის ნაკრებშიც თამაშობს.
ახალი სეზონიდან პირველ გუნდში იქნება რეგისტრირებული რაულ ასენსიოც, რომელმაც წინა სეზონი გუნდში ოფიციალურად კასტილიას ფეხბურთელის სტატუსით და 35-ნომრიანი მაისურით ჩაატარა. ამიერიდან ასენსიო გუნდში 17 ნომრით ითამაშებს, რომელიც აქამდე ლუკას ვასკესს ეკუთვნოდა.
ახალწვეული ალვარო კარერასი 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, დინ ჰაუსენი კი 24-ით.