არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ გულშემატკივრებს მორიგი სიურპრიზი შესთავაზა.
ინტერ მაიამის ლიდერი სოციალურ ქსელში შვილებთან: ტიაგოსთან, მატეოსთან და ჩიროსთან ერთად გამოჩნდა, სადაც ყველას კატალონიური კლუბის, კორნელიას მწვანე-თეთრი მაისური ეცვა.
მიმდინარე წლის აპრილში ფეხბურთელმა მრავალი სხვა პროფესიონალის მსგავსად ახალი ბიზნეს ნაბიჯი გადადგა და სწორედ ამ ესპანური კლუბის მფლობელი გახდა. კორნელიამ X-ის ოფიციალურ გვერდზე მესისა და მისი ოჯახის ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით, სადაც აღნიშნულია, რომ მწვანე მაისურის მატარებელთა რიცხვი მსოფლიოში იზრდება და ისინი ახალი სეზონისა და დიდი გამოწვევის დასაწყებად მზად არიან.
ამის პარალელურად მესი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც აგრძელებს ბრწყინვალე ასპარეზობას. ასაკის მიუხედავად, ის ინტერ მაიამიში კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშობს. სულ ახლახან მან მონრეალთან გამართულ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და თავის გუნდს დამაჯერებელ, 7:1 მოგებაში დაეხმარა.