კონორ მაკგრეგორმა თავის ყოფილ მეტოქე დასტინ პორიეს მიმართ კრიტიკული განცხადება გააკეთა.
პორიეს ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როდესაც ის ატლანტის აეროპორტში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს მაკგრეგორმა მოუწოდა, რომ მომხდარს სრული სერიოზულობით მოეკიდოს და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს.
მაკგრეგორის თქმით, პორიეს მიერ მამამისის დადანაშაულება აეროპორტში მომხდარი ინციდენტის გამო არასწორია:
კარმა სარკეა, ეს არ არის კარგი სანახავი. შენ უნდა აიღო პასუხისმგებლობა, ჩემო მეგობარო. ეს არის და ეს. არ მინდა ღრმად ჩავეძიო, ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მისი ოჯახისა და შვილებისთვის იმედი მაქვს, რომ ის სწორ გზას დაადგება.
მაკგრეგორმა ასევე გააფრთხილა პორიე, რომ ასეთი ინციდენტებისადმი მსუბუქი დამოკიდებულება შესაძლოა სიტუაციის გაუარესების წინაპირობა გახდეს.
თავის მხრივ, პორიემ განმარტა, რომ აეროპორტში მომხდარი ინციდენტი მამის მდგომარეობაზე ფიქრმა გამოიწვია. ყოფილმა ჩემპიონმა აღნიშნა, რომ ის ცდილობდა დახმარებოდა მამას, რომელიც უსახლკაროა და ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, თუმცა მამამისმა დახმარებაზე უარი თქვა.
პორიეს თქმით, მამების დღეს მგზავრობისას ეს ფიქრები მას არ ასვენებდა, რამაც აეროპორტში ალკოჰოლის მიღებამდე და შემდგომ კონფლიქტამდე მიიყვანა. ასევე აღსანიშნავია, რომ დასტინმა თავადვე განაცხადა, რომ მომხდარი კარგად აქვს გააზრებული და პასუხისმგებლობის სხვებზე დაკისრებას არ ცდილობს.
მენტალური ჯანმრთელობა და მამასთან პრობლემები - პორიეს აღიარება