UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა ჯასტინ გეჯიმ, რომელსაც ორივე მებრძოლთან დაპირისპირების გამოცდილება აქვს, ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტს შორის პოტენციურ დაპირისპირებაზე საკუთარი პროგნოზი გააკეთა.
გეჯის აზრით, თოფურია გაცილებით სახიფათო მებრძოლია და ჰიპოთეტურ ორთაბრძოლაში 100-დან 97 შემთხვევაში გამარჯვებას სწორედ თოფურია მოიპოვებს.
გეჯიმ პიმბლეტის სტილი არასტანდარტულად შეაფასა. მისი თქმით, პიმბლეტი სწორედ ამ უცნაური, რთულად გამოსაცნობი კუთხეებითა და განსხვავებული დროითი მონაკვეთებით მოძრაობის გამოა წარმატებული.
ის ამ სტილს შონ სტრიკლენდისა და დრიკუს დუ პლესისის ტაქტიკას ადარებს, რაც პირველი დაპირისპირებისას მეტოქეს აბნევს. გეიჯიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად პიმბლეტის არასტანდარტულობისა, ილია თოფურიას ოსტატობა და საშიშროების ხარისხი გაცილებით მაღალია.
აღსანიშნავია, რომ პედი პიმბლეტი UFC 329-ის ფარგლებში ოქტაგონს უბრუნდება, სადაც 11 ივლისს თანამთავარ ბრძოლაში ბენუა სენ-დენის დაუპირისპირდება.
იანვარში ჯასტინ გეჯისთან წაგების შემდეგ, ეს პიმბლეტისთვის კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოცდა იქნება, რადგან გამარჯვების შემთხვევაში ის კვლავ დაუბრუნდება მსუბუქი წონის საჩემპიონო ტიტულისთვის პრეტენდენტთა შორის ადგილს.