UFC-ის ქვესაშუალო წონის ჩემპიონმა, ბელალ მუჰამედმა Submission Radio-სთან ისლამ მახაჩევსა და ილია თოფურიაზე ისაუბრა.
"ისლამს არ ვეჩხუბები. მათ ჩემთვის ბევრი რამ გააკეთეს. ამ ბიჭებთან ბრძოლა ჩემთვის ღირებული არ იქნება. ჩემი მხრიდან მათ მიმართ დიდი პატივისცემა და ერთგულებაა.
ვფიქრობ, ილია საჭიროა ჯერ სხვას დაუპირისპირდეს, სანამ სატიტულო შანსს მიიღებს. ისლამისთვის არ იქნება ღირებული კიდევ ერთი შანსი მისცეს ქვედა წონის მებრძოლს, რადგან რაც არ უნდა მოხდეს, ხალხი მაინც ცუდს ილაპარაკებს ისლამზე და ხაბიბის გუნდზე.
ილია ისლამისთვის რთული მეტოქე არ იქნება. ვფიქრობ, ისლამი მას მეორე რაუნდში დააფინიშებს." - განაცხადა მუჰამედმა.
ბელალი საჩემპიონო ქამარს 11 მაისს ჯეკ დელა მადალენას წინააღმდეგ დაიცავს.