UFC-ის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ დასტინ პორიე თავის კარიერაში ბოლო ბრძოლას 19 ივლისს UFC 318-ზე გამართავს.
პორიეს მეტოქე მაქს ჰოლუეი იქნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ შორის მე-3 ბრძოლას ვიხილავთ და მებრძოლებს შორის ტრილოგია შედგება.
პორიე და ჰოლოუეი BMF-ის ტიტულისთვის იბრძოლებენ, რომელსაც ახლა მაქსი ფლობს. წინა 2 შემთხვევაში აღნიშნული დაპირისპირება პორიეს გამარჯვებით დასრულდა.
2012 წელს მათ პირველ შეხვედრაში პორიემ საბმიშენით დაამარცხა მეტოქე, 2019 წელს კი დასტინმა მსუბუქი დივიზიიონის დროებითი ქამრისთვის ბრძოლაში გადაწყვეტილებით სძლია მაქსს.
19 ივლისს, ნიუ ორლეანსში პორიე შეეცდება ტრილოგია და კარიერა თავისი მოგებით დაასრულოს.