კანზას სიტიში დავიდ ონამასთან ბრძოლის წინ გიგა ჭიკაძემ მედიასთან ისაუბრა.
"რას ვიტყვი ონამაზე? მე MMA-ს გულშემატკივარი ვარ, მე ვგულშემატკივრობ ყველა მებრძოლს, რომელიც გადაწყვეტს, რომ ოქტაგონზე იყოს, ამისთვის ბევრს შრომობს და ამ დონეს აღწევს.
როგორც ოპონენტზე კარგ რაღაცებს არ ვიტყვი, მაგრამ ზოგადად ის კარგი მებრძოლია, ნოკაუტის უნარები აქვს. მე მას ვუყურებ, როგორც კარგ ათლეტს და კონკურენტუნარიან მებრძოლს, მასზე დანარჩენს ბრძოლის შემდეგ ვიტყვი.
ამ ბრძოლას როგორც ინვესტიციას ისე ვუყურებ. ურეიტინგო მებრძოლთან დაპირისპირების შემდეგ UFC-სგან რაღაც დიდს ველი, მე მათთვის ამას ვაკეთებ, შემდეგ კი მათ უნდა გააკეთონ ჩემთვის რამე.
მე აქ ჩემპიონობისთვის ვარ, ეს ერთადერთი მიზეზია რის გამოც UFC-ში ვარ. აქ იმისთვის არ ვარ, რომ უბრალოდ გადამიხადონ.
პირველ რიგში ვთვლი, რომ ონამა თავისუფლად შეიძლება ტოპ 15-ში ყოფილიყო, მე მას არ ვუყურებ, როგორც ურეიტინგო მებრძოლს, მიუხედავად იმისა, რომ ის რეიტინგში არ არის. მან ბევრი დაამარცხა, ვინც ტოპ 15-ში ყოფილა." - განაცხადა ნინძამ.
გიგა ჭიკაძე დავიდ ონამას 27 აპრილს დაუპირისპირდება.
"ჩემი მოტივაცია ყოველთვის იყო წარმომეჩინა ქართული სული" - ექსკლუზიური ინტერვიუ გიგა ჭიკაძესთან