UFC 330-ზე ქვესაშუალო წონის სატიტულო ბრძოლა შედგა.
ღონისძიების მთავარ დაპირისპირებაში ერთმანეთს ისლამ მახაჩევი და იან მაჩადო გარი შეხვდნენ.
ბრძოლა საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ გამარჯვებული მსაჯების გადაწყვეტილებით გაირკვა.
ისლამ მახაჩევმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა (49-46, 49-46, 48-47) და ქვესაშუალო წონის ქამარი პირველად წარმატებით დაიცვა.
ამასთან დაღესტნელმა მებრძოლმა UFC-ის ისტორიული რეკორდი მოხსნა, რომელიც 13 წლის განმავლობაში ხელშეუხებელი იყო.
ისლამმა ორგანიზაციაში ზედიზედ მე-17 ბრძოლა მოიგო და ანდერსონ სილვას ისტორიული შედეგი გააუმჯობესა, რომელიც ბრაზილიელს სწორედ 13 წლის განმავლობაში ეკუთვნოდა.
UFC 330-ის თანამთავარ დაპირისპირებაში მაკენზი დერნმა ჯილიან რობერტსონი ასევე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა (49-46, 49-46, 48-47) და მახაჩევის მსგავსად ტიტული დაიცვა.