• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცარუკიანი: ,,მაქვს თუ არა საჩემპიონო ბრძოლის გარანტია?"
UFCUFC

ცარუკიანი: ,,მაქვს თუ არა საჩემპიონო ბრძოლის გარანტია?"

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

არმან ცარუკიანმა კარგად იცის, რომ საბრძოლო სპორტში გარანტირებული არაფერია.


19 თვის წინ ცარუკიანs UFC 311-ზე მსუბუქი წონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ ტიტულისთვის უნდა ებრძოლა, თუმცა ბრძოლის კვირაში ტრავმა მიიღო და შეხვედრას გამოეთიშა.


ბოლო მომენტში ბრძოლიდან მოხსნისა და მოგვიანებით ოქტაგონის გარეთ მომხდარი ინციდენტების გამო UFC-მ მას საჩემპიონო ბრძოლის შესაძლებლობა რამდენჯერმე არ მისცა, მიუხედავად იმისა, რომ UFC 317-ზე ვაკანტური ტიტულისთვის ბრძოლის სათადარიგო მებრძოლის სტატუსით წონა წარმატებით ჩააბარა, ნოემბერში კი UFC Qatar-ზე დენ ჰუკერი დაამარცხა.


ახლა ცარუკიანი მომდევნო თვეში UFC 331-ის თანამთავარ ბრძოლაში მაურისიო რუფის დაუპირისპირდება. თუმცა „ბეტმენმა“ იცის, რომ გამარჯვების შემთხვევაშიც კი არ არსებობს გარანტია, რომ მისი შემდეგი ბრძოლა ტიტულისთვის იქნება.


„ამ სპორტში ყველაფერი გარანტირებული არ არის. მზად უნდა იყო და ნებისმიერი მეტოქე უნდა დაამარცხო. თუ კიდევ ერთ ბრძოლას მომცემენ, მოვიგებ, თუ კიდევ ათს, ათივეს მოვიგებ და საბოლოოდ ჩემპიონი გავხდები“, - განუცხადა ცარუკიანმა MMA Fighting-ს.


ცარუკიანს იმედი ჰქონდა, რომ მისი შემდეგი ბრძოლა მსუბუქი წონის ტიტულისთვის იქნებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც UFC White House-ზე ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურია დაამარცხა და ქამარი მოიპოვა, „The Highlight“-მა მკაფიოდ განაცხადა, რომ 2026 წელს კიდევ ერთხელ ბრძოლა არ სურდა.


შესაბამისად, ცარუკიანისთვის აქტიურობის შენარჩუნება მარტივი გადაწყვეტილება იყო.


„საჩემპიონო ბრძოლას ველოდებოდი, მაგრამ გეიჯის წელს ბრძოლა აღარ სურს. ამიტომ შემომთავაზეს თითქმის ჩემს მშობლიურ ქალაქში, ლოს ანჯელესში ბრძოლა და დავთანხმდი.


ოლივეირასთან ბრძოლაზეც თანახმა ვიყავი. სამწუხაროდ, მეგობართან დაკავშირებული სიტუაციის გამო ის ბრძოლას გამოეთიშა, მაგრამ რუფიც შესანიშნავი მეტოქეა.


მოჭიდავე სტრაიკერის წინააღმდეგ, ვფიქრობ, გულშემატკივრებს ეს ბრძოლა მოეწონებათ და მეც ძალიან მოტივირებული ვარ“.


ცარუკიანისთვის მთავარი აქტიურობის შენარჩუნებაა. მიუხედავად UFC-ში ხანგრძლივი პაუზისა, გასული წლის განმავლობაში მას უქმად არ უცდია, რაც შეიძლება ხშირად ასპარეზობდა როგორც Real American Freestyle-ში, ისე სხვადასხვა გრეპლინგის ტურნირზე.


თუმცა მსუბუქი წონის ტიტულის მოპოვების შემდეგ ცარუკიანს სურს, რომ ძირითადად UFC-ის ოქტაგონში იბრძოლოს.


ვისურვებდი, UFC-ში აქტიური ვიყო. როდესაც ჩემპიონი ხარ, შეგიძლია რაც შეიძლება ხშირად იბრძოლო. სწორედ ამიტომ მინდა ჩემპიონობა, რომ აქტიური ვიყო.


ახალგაზრდა და მოტივირებული ვარ. 155 ფუნტისთვის არც ისე დიდი ვარ, ამიტომ წონის დაკლება შემიძლია და წელიწადში მინიმუმ 3-ჯერ ბრძოლაც შემიძლია“, - განაცხადა ცარუკიანმა.


UFC 331 20 სექტემბერს, ლოს ანჯელესში გაიმართება. საღამოს მთავარი ბრძოლა უსმუბუქეს წონაში ჯოშუა ვენისა და ალეშანდრე პანტოჟას საჩემპიონო რემატჩი იქნება.


VIDEO: დანა უაითს ჩარევა მოუწია - ცარუკიანის პირისპირ დგომი რუფისთან

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

არმან ცარუკიანი
MMA

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ყველაფერი, რაც UFC 330-ზე უნდა იცოდეთ

•UFC

UFC

ყველაფერი, რაც UFC 330-ზე უნდა იცოდეთ
•UFC

UFC

VIDEO: UFC 330 - რა წონა დააფიქსირეს მებრძოლებმა?

•UFC

UFC

VIDEO: UFC 330 - რა წონა დააფიქსირეს მებრძოლებმა?
•UFC

UFC

რა სიტყვები გაცვალეს მახაჩევმა და გარიმ პირისპირ დგომისას?

•UFC

UFC

რა სიტყვები გაცვალეს მახაჩევმა და გარიმ პირისპირ დგომისას?
•UFC

UFC

VIDEO: დანა უაითს ჩარევა მოუწია - ცარუკიანის პირისპირ დგომი რუფისთან

•UFC

UFC

VIDEO: დანა უაითს ჩარევა მოუწია - ცარუკიანის პირისპირ დგომი რუფისთან
•UFC

UFC

News image

22 სთ წინ

ყველაფერი, რაც UFC 330-ზე უნდა იცოდეთ

News image

18 სთ წინ

VIDEO: UFC 330 - რა წონა დააფიქსირეს მებრძოლებმა?

News image

2 სთ წინ

რა სიტყვები გაცვალეს მახაჩევმა და გარიმ პირისპირ დგომისას?

News image

2 სთ წინ

VIDEO: დანა უაითს ჩარევა მოუწია - ცარუკიანის პირისპირ დგომი რუფისთან

კომენტარები

ლინკის დაკოპირება