UFC 330-ის მთავარი ბრძოლის მონაწილეებმა წონა ჩააბარეს.
ისლამ მახაჩევმა და იან მაჩადო გარიმ სასწორზე 170 ფუნტი (77,1 კგ.) დააფიქსირეს და ბრძოლისთვის ყველაფერი მზად არის.
წონა ჩააბარეს თანამთავარი ბრძოლის მონაწილეებმაც, მაკენზი დერნმა და ჯილიან რობერტსონმა - 115 ფუნტი (52,1 კგ.)
UFC 330-ზე, რომელიც 16 აგვისტოს ფილადელფიაში გაიმართება, ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონის ქამარს პირველდ დაიცავს, მისი მეტოქე კი ირლანდიელი მებრძოლი იქნება. ასევე ტიტულს პირველად დაიცავს მაკენზი დერნიც.
ღონისძიების მთავარი ქარდი 16 აგვისტოს, 05:00 საათზე დაიწყება.
ყველაფერი, რაც UFC 330-ზე უნდა იცოდეთ