-
Aa
+
ფონტის ზომა
როგორც ჩანს, გარიმ ზუსტად იცის, როგორ აპირებს ამის გაკეთებას.
გარი (17-1), ხმაურიანი ირლანდიელი ვარსკვლავი, 77 კგ-მდე წონით კატეგორიაში მახაჩევის საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვის მეტოქე იქნება. ბრძოლისწინა პრესკონფერენციაზე, „The Future“-მა თამამად იწინასწარმეტყველა:
კვირას ეს ქამარი ჩემს წელზე იქნება და თითოეული თქვენგანი აზრს შეიცვლის. დაიწყება შეძახილები - ‘Let’s go Garry!’ მეც მიყვარხართ.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ აპირებს ამის მიღწევას, გარიმ განმარტა:
ოსტატური მანიპულაცია, ამას ასე ჰქვია. უმაღლესი დონის მოძრაობა სწორედ ოსტატური მანიპულაციაა. ვმოძრაობ, დარტყმებს ვარჩევ, ვაიძულებ მას, იქ აღმოჩნდეს, სადაც მე მინდა, შემდეგ კი არ ვჩქარობ და სწორ დარტყმებს ვარჩევ.
გარი ცნობილია იმით, რომ ბრძოლების წინ მეტოქეების წყობიდან გამოყვანა კარგად გამოსდის, თუმცა UFC 330-ის ბრძოლის კვირეულის განმავლობაში მახაჩევის მიმართ კომპლიმენტებითა და პროფესიონალური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.
„ისლამი ფენომენალური ტალანტი და ფენომენალური სპორტსმენია. იმ დონემდე, იმ პატივისცემამდე და ასეთ გამარჯვებათა სერიამდე შემთხვევით ვერ მიხვალ. ეს მთლიანად ოსტატობის დამსახურებაა. მის შესაძლებლობებსა და ყველაფერს, რაც ამ სპორტში გააკეთა, უდიდეს პატივს ვცემ“, - განაცხადა გარიმ.
ვამაყობ, რომ მის წინააღმდეგ ასპარეზობის შესაძლებლობა მაქვს და შემიძლია დავამტკიცო, რომ ჩემპიონი მე ვარ. ეს ჩემთვის დიდი პატივია და ძალიან მიხარია.
რაც შეეხება მახაჩევის ნათქვამს, რომ გარი ირლანდიელზე მეტად ბრაზილიელია, რადგან მას ამ ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში უვარჯიშია, პრეტენდენტმა ეს მშვიდად მიიღო.
თუ მას ჩემი ბრაზილიელად მოხსენიება სურს, ამ სტატუსს უპრობლემოდ მივიღებ. ბრაზილიელებს ამ სპორტში რამდენიმე უდიდესი კარიერა აქვთ. UFC-ის ბრაზილიელმა გულშემატკივრებმა ეს კარგად იციან.
დემიან მაია, ჩარლზ ოლივეირა, ჟოზე ალდო, ანდერსონ სილვა - გარიმ ყველა მათგანი ჩამოთვალა.
„ამ სპორტის ლეგენდები არიან. ამიტომ, თუ ის ბრაზილიელად მიმიჩნევს, ამას სიამაყით მივიღებ. თუმცა მე დუბლინში, ირლანდიაში დავიბადე და გავიზარდე.
ეს ბრძოლა ჩემსა და მას შორისაა. პლანეტის ორი საუკეთესო მებრძოლი ერთმანეთს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულისთვის უპირისპირდება. სასწორზე ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ქამარია.
ის მსოფლიოს ნომერ პირველი P4P მებრძოლია, მე კი ნომერ პირველი პრეტენდენტი ვარ. ეს წლის ყველაზე დიდი ბრძოლაა და ამისთვის სრულად მზად ვარ.“
გარიმ მახაჩევს ამჟამად პლანეტაზე საუკეთესო საბრძოლო ხელოვნების ოსტატიც უწოდა და დაამატა:
როდესაც მას დავამარცხებ, ყველა მოკეტავთ და დიდებულ მებრძოლად მომიხსენიებთ.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები