• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რას გეგმავს იან მაჩადო გარი UFC 330-ზე?
UFCUFC

რას გეგმავს იან მაჩადო გარი UFC 330-ზე?

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

იან მაჩადო გარი ელოდება, რომ კვირას, UFC 330-ზე, გულშემატკივრებს აზრს შეაცვლევინებს, ბევრ მათგანს ამ ეტაპზე ქვესაშუალო წონის ჩემპიონ ისლამ მახაჩევის მხარე უჭირავს.


როგორც ჩანს, გარიმ ზუსტად იცის, როგორ აპირებს ამის გაკეთებას.


გარი (17-1), ხმაურიანი ირლანდიელი ვარსკვლავი, 77 კგ-მდე წონით კატეგორიაში მახაჩევის საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვის მეტოქე იქნება. ბრძოლისწინა პრესკონფერენციაზე, „The Future“-მა თამამად იწინასწარმეტყველა:


კვირას ეს ქამარი ჩემს წელზე იქნება და თითოეული თქვენგანი აზრს შეიცვლის. დაიწყება შეძახილები - ‘Let’s go Garry!’ მეც მიყვარხართ.


რაც შეეხება იმას, თუ როგორ აპირებს ამის მიღწევას, გარიმ განმარტა:


ოსტატური მანიპულაცია, ამას ასე ჰქვია. უმაღლესი დონის მოძრაობა სწორედ ოსტატური მანიპულაციაა. ვმოძრაობ, დარტყმებს ვარჩევ, ვაიძულებ მას, იქ აღმოჩნდეს, სადაც მე მინდა, შემდეგ კი არ ვჩქარობ და სწორ დარტყმებს ვარჩევ.


გარი ცნობილია იმით, რომ ბრძოლების წინ მეტოქეების წყობიდან გამოყვანა კარგად გამოსდის, თუმცა UFC 330-ის ბრძოლის კვირეულის განმავლობაში მახაჩევის მიმართ კომპლიმენტებითა და პროფესიონალური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.


„ისლამი ფენომენალური ტალანტი და ფენომენალური სპორტსმენია. იმ დონემდე, იმ პატივისცემამდე და ასეთ გამარჯვებათა სერიამდე შემთხვევით ვერ მიხვალ. ეს მთლიანად ოსტატობის დამსახურებაა. მის შესაძლებლობებსა და ყველაფერს, რაც ამ სპორტში გააკეთა, უდიდეს პატივს ვცემ“, - განაცხადა გარიმ.


ვამაყობ, რომ მის წინააღმდეგ ასპარეზობის შესაძლებლობა მაქვს და შემიძლია დავამტკიცო, რომ ჩემპიონი მე ვარ. ეს ჩემთვის დიდი პატივია და ძალიან მიხარია.


რაც შეეხება მახაჩევის ნათქვამს, რომ გარი ირლანდიელზე მეტად ბრაზილიელია, რადგან მას ამ ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში უვარჯიშია, პრეტენდენტმა ეს მშვიდად მიიღო.


თუ მას ჩემი ბრაზილიელად მოხსენიება სურს, ამ სტატუსს უპრობლემოდ მივიღებ. ბრაზილიელებს ამ სპორტში რამდენიმე უდიდესი კარიერა აქვთ. UFC-ის ბრაზილიელმა გულშემატკივრებმა ეს კარგად იციან.


დემიან მაია, ჩარლზ ოლივეირა, ჟოზე ალდო, ანდერსონ სილვა - გარიმ ყველა მათგანი ჩამოთვალა.


„ამ სპორტის ლეგენდები არიან. ამიტომ, თუ ის ბრაზილიელად მიმიჩნევს, ამას სიამაყით მივიღებ. თუმცა მე დუბლინში, ირლანდიაში დავიბადე და გავიზარდე.


ეს ბრძოლა ჩემსა და მას შორისაა. პლანეტის ორი საუკეთესო მებრძოლი ერთმანეთს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულისთვის უპირისპირდება. სასწორზე ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ქამარია.


ის მსოფლიოს ნომერ პირველი P4P მებრძოლია, მე კი ნომერ პირველი პრეტენდენტი ვარ. ეს წლის ყველაზე დიდი ბრძოლაა და ამისთვის სრულად მზად ვარ.“


გარიმ მახაჩევს ამჟამად პლანეტაზე საუკეთესო საბრძოლო ხელოვნების ოსტატიც უწოდა და დაამატა:


როდესაც მას დავამარცხებ, ყველა მოკეტავთ და დიდებულ მებრძოლად მომიხსენიებთ.
თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

იან გარი
ისლამ მახაჩევი
MMA

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ბოლო წუთის ცვლილება UFC 330-ზე - მებრძოლი იძულებით ჩაიხსნა

•UFC

UFC

ბოლო წუთის ცვლილება UFC 330-ზე - მებრძოლი იძულებით ჩაიხსნა
•UFC

UFC

ყოფილი NFL-ის ვარსკვლავი UFC-ში იასპარეზებს - რატომ აირჩია იგი უაითმა?

•UFC

UFC

ყოფილი NFL-ის ვარსკვლავი UFC-ში იასპარეზებს - რატომ აირჩია იგი უაითმა?
•UFC

UFC

მახაჩევის კეთილი ჟესტი - ჩემპიონი მეტოქის შვილს ოცნებას აუსრულებს

•UFC

UFC

მახაჩევის კეთილი ჟესტი - ჩემპიონი მეტოქის შვილს ოცნებას აუსრულებს
•UFC

UFC

აღიარება წლების შემდეგ - რა შემთხვევაში წააგებდა ხაბიბი მაკგრეგორთან?

•UFC

UFC

აღიარება წლების შემდეგ - რა შემთხვევაში წააგებდა ხაბიბი მაკგრეგორთან?
•UFC

UFC

News image

12 აგვ, 2026

ბოლო წუთის ცვლილება UFC 330-ზე - მებრძოლი იძულებით ჩაიხსნა

News image

12 აგვ, 2026

ყოფილი NFL-ის ვარსკვლავი UFC-ში იასპარეზებს - რატომ აირჩია იგი უაითმა?

News image

23 სთ წინ

მახაჩევის კეთილი ჟესტი - ჩემპიონი მეტოქის შვილს ოცნებას აუსრულებს

News image

23 სთ წინ

აღიარება წლების შემდეგ - რა შემთხვევაში წააგებდა ხაბიბი მაკგრეგორთან?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება