UFC 330-ის მთავარი ბრძოლის მონაწილეებს შორის ბოლო პირისპირ დგომი შედგა.
ისლამ მახაჩევმა და იან მაჩადო გარიმ ერთმანეთში სიტყვებიც გაცვალეს.
გარი: ,,მზად ხარ? ყველაფერი სასწორზეა, ძმაო, ყველა რეკორდი. მზად ხარ? წლის უდიდესი ბრძოლა. იცი, რომ ასეა.
ისლამი: ,,ჩემთვის არ არის უდიდესი ბრძოლა, ეს შენთვისაა ასე."
გარი: ,,ყველაფერი სასწორზეა, დასაკარგი ბევრია და მოსაპოვებელიც ბევრია."
ისლამ მახაჩევი და იან მაჩადო გარი ერთმანეთს ქვესაშუალო წონის სატიტულო ბრძოლაში დაუპირისპირდებიან. UFC 330-ის მთავარი ქარდი 16 აგვისტოს, 05:00 საათზე დაიწყება.
ყველაფერი, რაც UFC 330-ზე უნდა იცოდეთ