მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 29-ე ტურში ვალენსიამ საკუთარ მოედანზე მალიორკა დაამარცხა.
შეხვედრა სტადიონ მესტალიაზე გაიმართა და ღამურების გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი 50-ე წუთზე დიეო ლოპესმა ალმეიდას პასით გაიტანა და ვალენსიას უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.
გიორგი მამარდაშვილმა ტრადიციულად სრული მატჩი ჩაატარა და SofaScore-სგან 7.0 შეფასება დაიმსახურა.
საქართველოს ნაკრების კარის დარაჯს თამაშში ჩართვა ორჯერ მოუწია.
ვალენსიამ 31 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონას უკვე 4 ქულით ჩამოშორდა, ამ ეტაპზე გუნდი მე-15 პოზიციაზეა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები