სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
"ახლა 100%-ით კონცენტრირებული ვარ, რომ ჩემს გუნდს ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დავეხმარო. ამისთვის ბევრს ვიშრომებ.
სეზონის დასაწყისში კალენდარში არ გაგვიმართლა. ისეთ გუნდებთან თამაში მოგვიწია, როგორებიც ბარსელონა, ატლეტიკო და ატლეტიკი არიან. ახლა ისეთი მატჩები მოდის, სადაც ქულების აღება შეგვიძლია. მომავალს იმედიდ ვუყურებთ."
მამარდაშვილმა ასევე ლივერპულზეც ისაუბრა.
"ლივერპულის პროექტით მოვიხიბლე, როცა კლუბის წარმომადგენელები შემხვდნენ. მე ვიბრძოლებ სასტარტო მეკარეობისთვის, მაშინაც კი თუ ახლანდელი მეკარე გუნდს არ დატოვებს." - განაცხადა ქართველმა მეკარემ პირველ არხთან საუბარში.
გიორგის თქმით ის პრემიერ ლიგის მატჩებს თვალს ადევნებს და ლივერპულში გადასვლის წინ ინგლისურსაც სწავლობს.
მამარდაშვილი მერსისაიდულ კლუბს 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები