მანჩესტერის მცველმა, დიოგუ დალოტმა ტრავმა მიიღო.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დაზიანებული კუნთის გამო პორტუგალიელი შესაძლოა ამ სეზონში მოედანზე ვეღარ გავიდეს.
„დიოგუ რამდენიმე მატჩს გამოტოვებს. შესაძლოა, ამ სეზონში ვეღარც ითამაშოს." - დაადასტურა ეს ინფორმაცია რუბენ ამორიმმაც.
ევროპა ლიგის 1/2 ფინალში მანჩესტერი ბილბაოს ატლეტიკს დაუპირისპირდება, მატჩები 1 და 8 მაისს გაიმართება.