მანჩესტერ იუნაიტედი ვულვზის ბრაზილიელი შემტევის, მათეუს კუნიას შეძენას უახლოვდება.
ფეხბურთელს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა აქვს გაწერილი 62.5 მილიონი ფუნტის სახით.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მანჩესტერის გარდა მისით სხვა კლუბებიც ინტერესდებიან, თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკებებში მანჩესტერი ლიდერობს.
კლუბმა ფეხბურთელთან პირველადი მოლაპარაკებებიც გამართა და პირველი გასაუბრების შემდეგ, მხარეებს შორის დადებითი ურთიერთობა ჩამოყალიბდა.