სანტოსის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ ნეიმარი გუნდში 2026 წლის მუნდიალამდე დარჩება.
მოქმედი ხელშეკრულება ფეხბურთელს ივნისში ეწურება.
„ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, საკმაოდ კარგი შანსია, რომ თუ ის ნეიმარიც და სანტოსიც მოინდომებენ, კონტრაქტი მუნდიალის ჩათვლით გახანგრძლივდება. ძირითადი პროექტი ექვს თვეზეა გათვლილი, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან, გახანგრძლივების საკმაოდ კარგი შანსი არსებობს.
ნეიმარის ტრავმები სიტუაციაზე არ იმოქმედებს. გვაქვს პროექტი, რომლის მუშაობაც არ არის დამოკიდებული იმაზე, თამაშობს ის თუ არა. ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ და გადავხედოთ, გვაწყობს თუ არა ნეიმარის დარჩენა.
ყოველთვის გვინდა, რომ ის ჩვენს განკარგულებაში იყოს, ნეი ბევრს შრომობს და იმედი გვაქვს, რომ ამის წყალობით მას თავის დონეზე დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემა." - აღნიშნა მარსელო ტეიშეირამ.