ბაიერნს უმაღლესი დონის ცენტრალური მცველის დამატება სურს.
ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, ინტერთან ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, გერმანულ კლუბში მიხვდნენ, რომ ახლა მათ ყველაზე მეტად დაცვის ხაზის გაძლიერება სჭირდებათ.
აქამდე, კლუბისთვის დაცვის გაძლიერება პრიორიტეტული არ ყოფილა, თუმცა ახლა ხელმძღვანელობამ გეგმა შეცვალა და ბაზრის შესწავლა დაიწყო.
ამავდროულად, დაიო უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა იმის გამო, რომ ფრანგ მცველს მაღალი მოთხოვნები აქვს.
გუნდი შესაძლოა კიმ მინ ჯემ დატოვოს, რომლითაც პრემიერ ლიგის გუნდები ინტერესდებიან. ეს ყველაფერი გუნდში ახალი მაღალი დონის მცველის მოყვანის საჭიროებას აჩენს.