მანჩესტერ სიტი პორტოს მეკარის, დიოგუ კოშტას ტრანსფერზე მუშაობს.
Footmercato-ს ჟურნალისტის, სანტი აუნას ინფორმაციით, პორტოს გოლკიპერმა პრემიერ ლიგის გუნდში გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა.
ქალაქელებს იმედი აქვთ, რომ პორტუგალიელ მეკარეს 40 მილიონ ევროდ დაიმატებენ. ფეხბურთელს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა აქვს ჩაწერილი (60 მლნ ევრო) და მისი აგენტი, ჟორჟე მენდეში ცდილობს, პორტოს თანხა დააკლებინოს.
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიტის ედერსონი დატოვებს, ამიტომ მანჩესტერული კლუბი ძირითადი გოლკიპერის ძიებაშია.