VIDEO: მნიშვნელოვანი 3 ქულა - სიტიმ ასტონ ვილას ბოლო წუთზე მოუგო
18 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 34-ე ტურში მანჩესტერ სიტიმ ეტიჰადზე ასტონ ვილა მიიღო. ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ამიტომ ეს შეხვედრა ორმაგად საინტერესო იყო.
ანგარიში მე-7 წუთზე ბერნარდუ სილვამ გახსნა, თუმცა მე-18 წუთზე პენალტის საშუალებით მარკუს რაშფორდმა წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.
მატჩი ახლოს იყო ფრედ დამთავრებასთან, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჯერემი დოკუს საჯარიმოში გამჭოლი პასის შემდეგ მატეუშ ნუნიეშმა გამარჯვების გოლი გაიტანა და სიტის უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა.
ამ გამარჯვებით გვარდიოლას გუნდმა 61 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზე გადაინაცვლა და ჩელსისა და ასტონ ვილას, რომლებიც მე-6 და მე-7 ადგილებზე არიან 4-4 ქულით გაასწრო.