ცნობილია ორი გუნდის ვინაობა, რომელიც მომავალ სეზონში პრემიერ ლიგაში ითამაშებს.
ჩემპიონშიფში პირველი და მე-2 ადგილი ოფიციალურად გაინაღდეს ლიდსმა და ბარნლიმ, რომლებმაც 94-94 ქულა დააგროვეს და ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ჩემპიონობისთვის იბრძვიან.
რაც შეეხება მესამე ამომსვლელ გუნდს, ის პლეიოფების შედეგად გაირკვევა. ამ ეტაპზე პლეიოფში მონაწილეობა განაღდებული აქვთ შეფილდს და სანდერლენდს, დანარჩენი ორი ადგილისთვის კი ბრძოლა მიმდინარეობს. ამ კონკრეტულ მომენტში (44 ტურის შემდეგ) მე-5 და მე-6 ადგილს ბრისტოლ სიტი და ქოვენთრი იკავებენ.
სამწუხაროდ, გიორიგ ჩაკვეტაძის უოტფორდმა პლეიოფში მონაწილეობის შანსი დაკარგა.