ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურში ტოტენჰემმა საკუთარ მოედანზე ნოტინგემ ფორესტი მიიღო.
სტუმრებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და 2 გოლის გატანაც მოახერხეს. მე-5 წუთზე ანგარიში ელიოტ ანდერსონმა გახსნა.
მე-10 წუთზე კრის ვუდის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა, თუმცა მე-16 წუთზე ფორესტის თავდამსხმელმა მაინც მოახერხა გოლის გატანა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
87-ე წუთზე ტოტენჰემმა რიშარლისონის გოლით ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ლონდონელებმა მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
ნოტინგემმა ამ მოგებით 60 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.
ნუნუ ეშპირიტუ სანტუს გუნდი ნიუკასლს 1 ქულით, ხოლო მანჩესტერ სიტის 2 ქულით უსწრებს.