დარვინ ნუნიესი სეზონის ბოლოს ლივერპულს დატოვებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ურუგვაელი თავდამსხმელის ენფილდიდან წასვლა თითქმის გადაწყვეტილია. მოვლენათა ასეთ განვითარებას მიესალმება როგორც ლივერპულის მხარე, ისე - ფეხბურთელისაც.
იანვარში ნუნიესი საუდის არაბეთის ალ ნასრში გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა საბოლოოდ მერსისაიდელებმა შუა სეზონში მისი გაყიდვა იუარეს.
დარვინი ლივერპულში ბენფიკადან 75+25 მილიონ ევროდ 2022-ში გადავიდა, მიმდინარე სეზონში მან პრემიერ ლიგის 25 მატჩში 5 გოლი გაიტანა.