ემანუელ პეტიმ ალექსანდრ არნოლდს ლივერპულში დარჩენა ურჩია.
„ტრენტ ალექსანდრ არნოლდი ლივერპულის ლეგენდაა. ლესტერთან მატჩში მისმა გოლის აღნიშნამ მაფიქრებინა, რომ ის შესაძლოა გუნდში დარჩეს, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ვან დაიკმა და სალაჰმა გააფორმეს კონტრაქტები.
არნოლდს ლივერპულში დარჩენას ვურჩევ: ამ გუნდთან ერთად ის მოიგებს პრემიერ ლიგას და სულ იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგისთვის, რა ესაქმება დღევანდელ რეალში? იქ დომხალია და თუ ერთი ან ორი ცუდი მატჩი გექნება, ქომაგები მოგკლავენ, არ გექნება არანაირი მხარდაჭერა. ამ მხრივ, ლივერპულში ყველაფერი სხვაგვარად არის.
ახლა ქომაგები მბაპეს და ვინისიუსს უსტვენენ, ამიტომ არნოლდს ყველა მატჩში კარგად მოუწევს თამაში. წარმატებებს ვუსურვებ, თუ იქ მართლაც გადავა, მაგრამ ახლა ეს ჩემთვის გაუგებარი ნაბიჯია." - აღნიშნა პეტიმ.