ვინისიუსის გარემოცვა რეალთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას უარყოფს.
როგორც იწერებოდა, ბრაზილიელი კლუბთან ახალი კონტრაქტის შეთანხმებასთან ახლოს იყო - თითქოს, მხარეებმა 2030-მდე გახანგრძლივებაზე მოილაპარაკეს. მოქმედი ხელშეკრულება ვინის 2027-მდე აქვს.
თუმცა, The Athletic-ის ინფორმაციით, ბრაზილიელის გარემოცვა ამ ინფორმაციას უარყოფს და ხაზს უსვამს, რომ სიტუაცია სრულად კლუბის ხელშია. ვინისიუსმა რეალთან კონტრაქტი 2022 წელს გაახანგრძლივა, იმიტომ რომ კლუბი მის პროგრესში დარწმუნებული იყო, ახლა კი, მისი წარმომადგენლები გაცილებით უკეთეს პირობებს ითხოვს.
მათი აზრით, რეალმა მოლაპარაკებები ფორმალურად წამოიწყო - იმიტომ, რომ ყოველი სატრანსფერო ფანჯრის მოსვლასთან ერთად, ძალთა ბალანსი ფეხბურთელის მხარეს იხრება. ამიტომ, თუ ხელმძღვანელობა უახლოეს პერიოდში არ გააუმჯობესებს შეთავაზებას, ვინი მოქმედ კონტრაქტზე დარჩება, რადგან ფიქრობს, რომ დროის გასვლასთან ერთად კარტ-ბლანში უფრო და უფრო მეტად მის ხელში გადაინაცვლებს.