The Athletic მადრიდის რეალის გარშემო საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
კლუბთან დაკავშირებული რამდენიმე წყაროს ცნობით, თუ ვინისიუსი რეალს დატოვებს, ფლორენტინო პერესის ნომერ პირველი სამიზნე მის ჩასანაცვლებლად ერლინგ ჰალანდი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მან იანვარში მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი 2034 წლამდე გააფორმა.
მადრიდელები ჰალანდის დამატებით ჯერ კიდევ მისი დორტმუნდში ყოფნის დროს იყვნენ დაინტერესებული, სანამ 2022 წელს ის სიტიში გადავიდოდა.
წლების შემდეგ სამეფო კლუბის პრეზიდენტი ნორვეგიელი თავდამსხმელის დიდ გულშემატკივრად კვლავ რჩება.
ვინისიუსის გარემოცვა რეალთან შეთანხმებას უარყოფს