ცნობილი გახდა რეალთან მოლაპარაკებებში ვინისიუს ჯუნიორის მოთხოვნები.
The Athletic-ის ინფორმაციით, ბრაზილიელს სურს, რეალში კრიშტიანუ რონალდუს მსგავსი ხელფასი ჰქონდეს, რომელიც კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო.
საუბარია დაახლოებით 30 მილიონ ევროზე - ყველანაირი ბონუსის გათვალისწინებით.
მოქმედი ხელშეკრულება ვინისიუსს 2027 წელს ეწურება, მხარეები კი 3-წლიან გახანგრძლივებაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.