Sky Sports ბორნმუთის მცველებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, რეალი, ლივერპული და მანჩესტერ სიტი ზაფხულში მილოშ კერკეზის დამატებისთვის იბრძოლებენ.
მოსალოდნელია, რომ მოთამაშე თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს.
ბორნმუთის კიდევ ერთი მცველი, რომლითაც ტოპ კლუბები ინტერესდებიან, დინ ჰაუსენია. ესპანეთის ნაკრების მოთამაშის დამატება პრემიერ ლიგის 5 კლუბს, რეალსა და ბაიერნს სურს.
როგორც იწერება, შეთავაზების შემთხვევაში თავად მოთამაშისთვის პრიორიტეტი მადრიდის რეალში გადასვლა იქნება. ასე რომ ბორნმუთის გარშემო სატრანსფერო კუთხით ცხელი ზაფხული გველოდება.