COPE-ს ჟურნალისტის, არანჩა როდრიგესის ცნობით, ედუარდო კამავინგასთვის სეზონი დასრულდა.
ფრანგ ფეხბურთელს მომზიდველი მყესის ტრავმა დაუდგინდა, რომლის გამოც სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.
რეალისთვის სამწუხაროდ კამავინგა ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზეც ვერ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ივნისში გაიმართება.
ედუარდო დაახლოებით 3 თვე იუქმებს და მადრიდულ გუნდს აგვისტოში დაუბრუნდება.