რონალდო ესპანურ ვალიადოლიდს 40 მილიონ ევროდ ყიდის.
Cadena SER-ის ინფორმაციით, მყიდველი უკვე გამოჩნდა და მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულიც კია, თუმცა დადასტურება მაისამდე ვერ მოხერხდება, ამიტომაც უცნობია, ვინ ყიდულობს ესპანურ კლუბს.
რონალდო ვალიადოლიდს 2018 წლიდან ფლობს, მისი მეთაურობით კლუბი ორჯერ გავარდა ლა ლიგიდან და ახლაც ჩემპიონატში ბოლო ადგილს იკავებს და გადარჩენის მხოლოდ თეორიულ შანსებს ინარჩუნებს.