იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ვინისიუს ჟუნიორი ახლოს არის მადრიდის რეალთან შეთანხმების მიღწევასთან.
მხარეები ახალი ხუთწლიანი კონტრაქტის დეტალებზე საუბრობენ.
შეთანხმება თითქმის მიღწეულია და გასარკვევი ის დარჩა ხელშეკრულება 2030 წლამდე გაფორმდება თუ 2029-მდე და კიდევ 1 წლით გახანგრძლივების პუნქტი ჩაიწერება.
ვინისიუს ჟუნიორს ყოველთვის სურდა მადრიდის რეალში დარჩენა. ბრაზილიელს რეალთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.