VIDEO: გიულერის შორეული გასროლა - რეალმა ხეტაფეს არდას გოლით მოუგო
14 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის 33-ე ტურში ხეტაფემ საკუთარ მოედანზე რეალი მიიღო. მატჩის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა.
21-ე წუთზე საჯარიმოს გარედან მარჯვენა ფეხით არდა გიულერმა ზუსტი დარტყმა შეასრულა და საბოლოოდ გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანა.
რეალმა ამ მოგებით 72 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ლიდერ ბარსელონასთან ჩამორჩენა 4 ქულაა.
ლა ლიგის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი და მათ შორის ელ კლასიკოც უნდა გაიმართოს, თუმცა მანამდე ბარსელონა და რეალი ერთმანეთს კოპა დელ რეის ფინალში დაუპირისპირდებიან.