მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები გუნდში რუბენ ამორიმის მოახლოვებული მოსვლით გახარებულები არიან.
პორტუგალიელი სპეციალისტი წითელ ეშმაკებს ოფიციალურად 11 ნოემბრიდან ჩაუდგება სათავეში.
Manchester Evening News გუნდის გასახდელიდან თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ფეხბურთელები სპორტინგში ამორიმის მუშაობით მოხიბლულები არიან და მასთან ერთად წარმატებულ სეზონს ელოდებიან.
ასევე, დადებით ემოციებს იწვევს ფეხბურთელებში გუნდში რუუდ ვან ნისტელროიც ყოფნაც, რომელიც ტენ ჰაგმა ამ სეზონის სტარტზე, თავის ასისტენტად მოიყვანა და მისი გაშვების შემდეგ, ექს-ფორვარდი დროებითი მწვრთნელის როლს ასრულებს.
თავის მხრივ, ტენ ჰაგის მიმართ იუნაიტედის მოთამაშეები დღემდე პატივისცემით არიან განწყობილნი, თუმცა მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილება ორივე მხარეს წაადგება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები