ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

Manolo el del Bombo: ყველაზე ცნობილი ესპანელი ქომაგი
ფეხბურთიფეხბურთი

Manolo el del Bombo: ყველაზე ცნობილი ესპანელი ქომაგი

02 მაი, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

მას, ვინც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებს ყურადღებით ადევნებს თვალს, აუცილებლად ექნებოდა თვალი მოკრული ყველასგან გამორჩეული ესპანელი ქომაგისთვის, რომლის ცნობაც იოლი იყო დიდი ბასკური ბერეტით, ესპანეთის ეროვნული ნაკრების აუცილებლად 12-ნომრიანი მაისურითა და ბასის დიდი ბარაბნით.


მანუელ (მანოლო) კასერეს არტესერო, ცნობილი როგორც მანოლო ელ დელ ბომბო, 1-ელ მაისს, 76 წლის ასაკში, ლა პლანას უნივერსიტეტის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის რამდენიმე დღის განმავლობაში სასუნთქი გზების პრობლემების გამო მოხვდა.


https://arena-next-prod-s3public-hkdwvema.s3.eu-central-1.amazonaws.com/5fb75326-7267-4e6c-91c7-79c46e331b58


შუაგულ ესპანეთში, კასტილია-ლა მანჩას ერთ პატარა ქალაქში დაბადებულ კაცს ეროვნული ნაკრების არცერთი საშინაო მატჩი არ გამოუტოვებია, ამხანაგურიც კი. ამბობდა, რომ ფურია როხას ყველა მატჩი მისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო და ესპანეთისადმი ერთგულება მისთვის რელიგიადაც კი იქცა. ეროვნული გუნდის ბოლო საშინაო მატჩი, რომელსაც იგი დაესწრო, 23 მარტს, ვალენსიაში გამართული ესპანეთი-ნიდერლანდები იყო.


ესპანეთის ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ ვალენსიას ქომაგს 1986-2011 წლებში სტადიონ მესტალიასთან ახლოს ბარიც ჰქონდა გახსნილი, რომელიც დღეს მუზეუმადაა ქცეული. 1983 წლის კოპა დელ რეის ფინალში მეფე ხუან კარლოსი მანოლოს შეხვდა და ესპანელ გულშემატკივართა სახელით მადლობის სიგელიც გადასცა.



მანოლო ელ დელ ბომბო 1982 წლიდან 10 მსოფლიო ჩემპიონატსა და 8 ევროპის ჩემპიონატს დაესწრო. ერთადერთი დიდი საფეხბურთო ფორუმი, რომელიც მან უსახსრობის გამო გამოტოვა, ყატარში გამართული მუნდიალი გამოდგა. ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ იგი მატჩებისა და ფრენის ბილეთებით უზრუნველყო, თუმცა სხვა ყველაფრისთვის საჭირო ფინანსები მანოლომ ვეღარ გამონახა...


საერთოდაც, ბოლო წლებში ჯანმრთელობა ხელს აღარ აძლევდა, ესპანეთის ფარგლებს გარეთ გამართულ მატჩებზე აეხმაურებინა თავისი განუყრელი ატრიბუტი, რომელსაც თურმე ყოველი ჩემპიონატის შემდეგ ცვლიდა ხოლმე, თუმცა მათზე ყოველთვის ერთსა და იმავე ფრაზებს ამოიკითხავდით: El bombo del España – Manolo (ესპანეთის დოლი - მანოლო) და Deporte si, Violencia no (სპორტს - კი, ძალადობას - არა). სხვათაშორის, 2018 წლის მუნდიალზე რუსებმა ინსტრუმენტი ტრიბუნებზე არ შეატანინეს.



ესპანური ტელეარხები, საფეხბურთო კლუბები, გულშემატკივრები და ფეხბურთის ფედერაცია ყველაზე ცნობილ ესპანელს ქომაგს ემშვიდობებიან.


„ვიცით, რომ შენ კვლავაც ააჩქარებ ჩვენ გულისცემას. განისვენე მშვიდად, მანოლო. ჩვენი ღრმა სამძიმარი მის ოჯახსა და მეგობრებს“, - ნათქვამია ეროვნული ნაკრების განცხადებაში.

განაგრძე კითხვა

ექსკლუზიური სტატიების წასაკითხად, გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

ესპანეთის ნაკრები
ესპანეთი
ვალენსია

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მამარდაშვილი FC25-ის კვირის გუნდში მოხვდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მამარდაშვილი FC25-ის კვირის გუნდში მოხვდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მამარდაშვილი ლა ლიგის თვის მოთამაშის ჯილდოსთვის იბრძვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მამარდაშვილი ლა ლიგის თვის მოთამაშის ჯილდოსთვის იბრძვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მამარდას ბრწყინვალე მოგერიება - მშრალი მატჩი, საუკეთესო შეფასება და მოგება სევილიასთან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მამარდას ბრწყინვალე მოგერიება - მშრალი მატჩი, საუკეთესო შეფასება და მოგება სევილიასთან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სერხიო რამოსი - გული, ხასიათი, გატაცება [ნაწილი 2]

•
•ფეხბურთი
სერხიო რამოსი - გული, ხასიათი, გატაცება [ნაწილი 2]
•
•ფეხბურთი
News image

09 აპრ, 2025

მამარდაშვილი FC25-ის კვირის გუნდში მოხვდა

News image

16 აპრ, 2025

მამარდაშვილი ლა ლიგის თვის მოთამაშის ჯილდოსთვის იბრძვის

News image

11 აპრ, 2025

VIDEO: მამარდას ბრწყინვალე მოგერიება - მშრალი მატჩი, საუკეთესო შეფასება და მოგება სევილიასთან

News image

11 აპრ, 2025

სერხიო რამოსი - გული, ხასიათი, გატაცება [ნაწილი 2]