მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ ფინანსური წესების სავარაუდო 115 დარღვევის შესახებ მიმდინარე გამოძიებაზე კომენტარი გააკეთა.
„ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია: სამი წლის წინ, იმ სეზონში, როდესაც გუნდმა ტრებლი მოიგო, მე აქ ვიყავი და მაშინაც ზუსტად იგივეს ამბობდნენ. სამი წელი გავიდა, თუმცა არაფერი შეცვლილა.
არაფერი მომხდარა. პირადად მე არანაირი შიში და შეშფოთება არ მაქვს", - განაცხადა მარესკამ.
პრესაში სიტის შესაძლო დასჯაზე წლებია სულ რაღაც იწერება, თუმცა რეალურ სასჯელამდე საქმე ჯერ ერთხელაც არ მისულა. არადა, ამბობდნენ, დამტკიცების შემთხვევაში ქალაქელებს ყველა მოპოვებული ჩემპიონობის ჩამორთმევა და მეორე ლიგაში დაქვეითებაც ემუქრებაო.
ტრებლის სეზონში (2022/23) მარესკა გვარდიოლას თანაშემწეს როლს ასრულებდა.