მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა როდრიმ რეალთან პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა.
ინსაიდერ მატეო მორეტოს ცნობით, მსოფლიო ჩემპიონი ელოდება, როდის მიაღწევენ შეთანხმებას მადრიდული კლუბი და მანჩესტერ სიტი სატრანსფერო თანხაზე.
გასულ სეზონში როდრიმ ყველა ტურნირზე 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. ფეხბურთელს ინგლისურ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და გახანგრძლივებაზე ჯიუტად უარს ამბობს.
Transfermarkt-ის მონაცემებით, ესპანელის საბაზრო ღირებულება 50 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
გავრცელებული ცნობებით, როდრისთვის ხელფასს დიდი მნიშვნელობა არ აქვს - ის სამშობლოში დაბრუნებასა და მადრიდის რეალში თამაშზე ოცნებობს.