იან დიომანდემ რეალში გადასვლას მწვანე შუქი აუნთო.
როგორც ავტორიტეტული ინსაიდერი სანტი აუნა იტყობინება, კოტ'დიუვარელი შემტევი კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს.
რეალი და ლაიფციგი ფეხბურთელის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან, მადრიდული გრანდი 19 წლის შემტევში ბონუსების ჩათვლით 120 მილიონ ევროს გადაიხდის.
ფეხბურთელთან პირადი დეტალები შეთანხმებული პსჟ-საც ჰქონდა და ტრანსფერის დახურვაში დარწმუნებულიც იყო, თუმცა პარიზელებმა ზედმეტი თანხის გადახდაზე უარი თქვეს, მას შემდეგ, რაც გერმანულმა კლუბმა 100-მილიონიანი შეთავაზება უარყო.
დიომანდეს რეალში შესაძლო გადასვლაზე პირველი ცნობები გუშინ გვიან ღამით გაჩნდა, დღეს კი მადრიდული გრანდი ტრანსფერის დახურვასთან არის ძალიან ახლოს.