მადრიდის ატლეტიკომ ბერნარდუ სილვას ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, ნახევარდაცვის გასაძლიერებლად პარი სენ-ჟერმენიდან სამხრეთკორეელი ვარსკვლავი ოფიციალურად დაიმატა.
პორტუგალიელი სილვა, რომელმაც მანჩესტერ სიტი დატოვა, ესპანეთის დედაქალაქში გადაბარგებასთან ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ მადრიდის რეალი აირჩია. ამის გამო როხიბლანკოს ხელმძღვანელობას მსგავსი პროფილის ალტერნატივის მოძებნა სასწრაფოდ მოუწია და არჩევანი პარიზულ კლუბზე შეაჩერა.
ატლეტიკოს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კლუბმა პსჟ-სთან ლი კან-ინის ტრანსფერი უკვე შეათანხმა. სამხრეთკორეელმა მადრიდელებთან კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მედიის ინფორმაციით, დიეგო სიმეონეს დაჟინებული მოთხოვნით განხორციელებული ეს ტრანსფერი კლუბს 35 მილიონი ევრო დაუჯდა.
ატლეტიკო ლი კან-ინისთვის ესპანეთში რიგით მესამე კლუბი იქნება. 2023 წლის ზაფხულში პარიზულ გრანდში გადასვლამდე, ის ლა ლიგაში ვალენსიასა და მალიორკას ღირსებას იცავდა.