კაბო-ვერდეს ნაკრების მეკარე ვოზინია კარიერას კოლო-კოლოში გაგრძელებს.
40 წლის ფეხბურთელის დამატება ჩილეურმა კლუბმა უკვე ოფიციალურადაც დაადასტურა.
უახლოეს პერიოდში განვლილი მუნდიალის ერთ-ერთი აღმოჩენა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტს მოაწერს ხელს.
ბოლო ორი წელი გოლკიპერი პორტუგალიურ შავეშში თამაშობდა, რომელიც ამ ზაფხულს დატოვა.
მსოფლიომ ვოზინია მუნდიალზე გაიცნო, სადაც მან რამდენიმე ბრწყინვალე თამაში ჩაატარა და გულშემტაკივარს თავი იმდენად მოაწონა, რომ ის ინსტაგრამზე ათობით მილიონმა ადამიანმა გამოიწერა, რის შედეგადაც მან გამომწერთა რაოდენობით წარსულ და მოქმედ ყველა ტოპ-მეკარეს გადაუსწრო.