მაურისიო რუფი წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური UFC ღონისძიების შემდეგ გამარჯვების ტალღაზეა და უკვე გამოთქვა მზადყოფნა, UFC 329-ის მთავარი ბრძოლის – კონორ მაკგრეგორისა და მაქს ჰოლოუეის დაპირისპირების – სათადარიგო მებრძოლი გახდეს.
მსუბუქი წონის ერთ-ერთმა წამყვანმა კონტენდერმა UFC White House-ზე მაიკლ ჩენდლერი დამაჯერებლად დაამარცხა და Bellator-ის ყოფილ ვარსკვლავს პირველივე რაუნდში მოუღო ბოლო.
რუფიმ Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ამ კვირას გასამართი მთავარი ბრძოლის სათადარიგო მებრძოლის როლი შეასრულოს.
მაკგრეგორი და ჰოლოუეი ერთმანეთს ქვესაშუალო წონაში (170 ფუნტი / 77 კგ) დაუპირისპირდებიან.
„კონორ მაკგრეგორისა და მაქს ჰოლოუეის ბრძოლის სათადარიგო მებრძოლად საკუთარი კანდიდატურა შევთავაზე, ლას-ვეგასში მივემგზავრები." – თქვა რუფიმ.
„ფორმას კარგად ვინარჩუნებდი. ამ ბიჭებმა შვებულების შუაგულშიც კი მაიძულეს ვარჯიში. ეს ბრძოლა 170 ფუნტის წონით კატეგორიაში გაიმართება, ამიტომ ვნახოთ, წონა როგორ შევინარჩუნე. უნდა გითხრათ, ეს ის პერიოდია, როცა ყველაზე მეტი წონა მოვიმატე.“