კილიან მბაპე, რომელიც საფეხბურთო კარიერის პიკში იმყოფება და ამჟამად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
მადრიდის რეალის ფორვარდი და საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი გავრცელებულ ჭორებს უარყოფს, თითქოს ის საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის ემზადება.
მბაპეს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ბევრი შესაძლებლობა ექნება - მათ შორის ბიზნესში ჩართვაც - პოლიტიკური კარიერა მის გეგმებში არ შედის.
მბაპემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის ამბიცია არ გააჩნია და ირონიულად დასძინა, რომ ისედაც საკმარისად ჰყავს ადამიანები, ვისაც ის არ მოსწონს.
კაპიტნის რანგში მბაპე ხშირად აფიქსირებს თავის პოლიტიკურ პოზიციას და ღიად საუბრობს საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე, რასაც ხშირად მოჰყვება კრიტიკა თუ მხარდაჭერა, თუმცა ეს ქმედებები მისთვის პოლიტიკური კარიერის დასაწყისი არ არის.
ამჟამად მისი მთელი ყურადღება მსოფლიო ჩემპიონატზეა გადატანილი, სადაც ის თავისი ქვეყნისთვის წარმატების მოტანას ისახავს მიზნად.