გასულ სეზონში მადრიდელებს ლა ლიგაში საუკეთესო დაცვითი მაჩვენებელი ჰქონდათ, თუმცა ტრავმების სიმრავლემ დაცვა არასტაბილური გახადა.
მოურინიო გუნდის შენებას დაცვის გაძლიერებით იწყებს.
პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა იბრაჰიმა კონატეს ტრანსფერი დაადასტურა, რომელიც კილიან მბაპემ დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთი აგრესიული მცველები გუნდს სჭირდება. მეორე ახალწვეული ინტერის ყოფილი ფეხბურთელი დენზელ დუმფრისია, რომელიც მოურინიოს სტილისთვის დამახასიათებელ, დისციპლინირებულ და დაცვაზე ორიენტირებულ მოთამაშედ მოიაზრება. მესამე სამიზნე ჩელსის მარცხენა მცველი მარკ კუკურელია იყო, რომლის ტრანსფერიც დღეს დადასტუდა.
ძირითად შემადგენლობაში კონატესთან ერთად ანტონიო რუდიგერის ხილვას ველით. 33 წლის რუდიგერი, რომელმაც კონტრაქტი გაახანგრძლივა, ისეთი ტიპის აგრესიული მცველია, როგორიც მოურინიოს საუკეთესო გუნდებში ყოველთვის ჰყავდა (მაგალითად, სერხიო რამოსი ან ჯონ ტერი). რუდიგერის ასაკისა და ტრავმიანობის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული კიდევ ერთი ცენტრალური მცველის დამატება.
რაც შეეხება ძველ შემადგენლობას, გუნდი დატოვეს კაპიტანმა დანი კარვახალმა და დავიდ ალაბამ. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, სავარაუდოდ, ძირითადი შემადგენლობის მიღმა დარჩება და მოურინიო მას როტაციისთვის გამოიყენებს.
ასევე, ახალგაზრდა დინ ჰუიუსენი და ალვარო კარერასი სათადარიგო სკამზე გადაინაცვლებენ, რადგან მათი სათამაშო სტილი მოურინიოს ფილოსოფიას ნაკლებად შეესაბამება. ედერ მილიტაო, ფერლან მენდი და ფრან გარსია გუნდში რჩებიან და საჭიროების შემთხვევაში როტაციაში მიიღებენ მონაწილეობას.